ჩვენ შესახებ

კრეატორ სკოლა ონლაინ სკოლაა, სადაც კონტენტის შექმნას ასწავლის ადამიანი, რომელიც ამას ყოველდღე აკეთებს, კამერის წინაც და კამერის უკანაც.

რით განვსხვავდებით

  • გასწავლის პრაქტიკოსი. ყველაფერი, რასაც აქ ისწავლი, რეალურ არხსა და რეალურ ბრენდებზეა გამოცდილი.

  • ორივე მხარე. ისწავლი, როგორ ააშენო საკუთარი გვერდი და როგორ შექმნა კონტენტი ბრენდებისთვის.

  • სტუდია. კამერასთან, განათებასთან და სეტთან თავად მუშაობ, პატარა ჯგუფში.

  • რეალური გადაღებები. სწავლის ბოლოს სააგენტოს ნამდვილ გადაღებებს ესწრები და პროცესს შიგნიდან ხედავ.

  • ფიდბექი ყოველ კვირა. ყოველ დავალებაზე პირად შენიშვნებს იღებ.

ვისთვისაა

ახალგაზრდებისთვისაც და უფროსებისთვისაც: ვისაც საკუთარი გვერდის შექმნა უნდა, კომპანიაში კონტენტ კრეატორად მუშაობა, ბრენდებისთვის UGC კონტენტის კეთება ან საკუთარი ბიზნესისთვის კონტენტის შექმნა.

რას გპირდებით და რას არა

ვირუსულობას და სწრაფ ფულს არ გპირდებით, რადგან ამას გულწრფელად ვერავინ დაგპირდება. გპირდებით პრაქტიკას, ყურადღებას და ცოდნას, რომელიც რეალურ საქმეშია გამოცდილი.

შემოგვიერთდი

ჩაეწერე მოლოდინის სიაში და რეგისტრაციის გახსნისთანავე პირველს მოგწერთ.

დაგვიკავშირდი

ზაზიაშვილი 1
creator.skola@gmail.com
558 177 177