რას ისწავლი?

კრეატორ სკოლა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს აითვისოს ციფრული მედიის მოთხოვნადი პროფესია ან გაძლიერდეს ვიდეო კონტენტის შექმნაში.  შეისწავლით: კონტენტ სტრატეგიას, სცენარის წერას, კამერასთან საუბარს, ტიკტოკისა და ინსტაგრამის ალგორითმებს, სთორითელინგს, ბრენდებთან კომუნიკაციას, გადასაღები სივრცის მოწყობას, განათებების განლაგებას, მობილურით და პროფესიონალური კამერით გადაღების ტექნიკასა და ვიდეო მონტაჟს (CapCut-ში ან Premiere - თქვენ ირჩევთ), ამ ყველაფერს კი გამოცდით პრაქტიკაში, ჩვენთან სტუდიაში. გარდა ამისა, დაესწრებით გადაღებებს და ნახავთ თუ როგორ მიმდინარეობს რეალური გადაღება. კურსის შედეგად შეძლებთ ვიდეოების დაგეგმვას იდეიდან გამოქვეყნებამდე, ბრენდებთან თანამშრომლობასა და საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს შექმნას.

ეს არის 3 თვიანი პროგრამა ონლაინ ლექციებით, სტუდიის დღეებით და პრაქტიკით რეალურ გადაღებებზე.  კვირაში ორი დღე, ონლაინ ლექციები იქნება დღის ბოლოს 20:00-22:00 შუალედში, ხოლო სტუდიის დღეები შაბათ/კვირას. კურსის მიმდინარეობისას იქნებიან მოწვეული ლექტორები. წვდომა გექნებათ ყველა ლექციის ჩანაწერზე.

სწავლის საფასური შეადგენს 500 ლარს თვეში. გადახდა ხდება ნაწილ-ნაწილ. თუ პირველი 2 ლექციის შემდეგ იგრძნობთ, რომ ეს კურსი თქვენთვის არ არის, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.

შემოგვიერთდი

ხშირად დასმული კითხვები

გამოცდილება ან კარგი კამერა მჭირდება?
არა. პროგრამა ნულიდან იწყება და ყველაფერს ტელეფონით ისწავლი. პროფესიულ კამერას სტუდიაში ჩვენთან ერთად სცდი.

რამდენ ხანს გრძელდება და როდის არის ლექციები?
პროგრამა 3 თვე გრძელდება. დროები სტუდენტზე მორგებული გრაფიკით არის შერჩეული

რა მოხდება, თუ ლექციას გამოვტოვებ?
ყველა ლექცია იწერება, ამიტომ ჩანაწერს მოგვიანებით ნახავ. დავალებაზე ფიდბექს მაინც მიიღებ.

თბილისში არ ვცხოვრობ. შემიძლია ჩართვა?
კი, ონლაინ პროგრამით. ყველა ლაივს დაესწრები და სტუდიის დღეების ჩანაწერებს მიიღებ.

რა ხდება, თუ მივხვდი, რომ ჩემთვის არ არის?
თუ პირველი 2 ლექციის შემდეგ ასე იგრძნობ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 20:00

შაბათ-კვირა 9:00 - 16:00

დაგვიკავშირდი

ზაზიაშვილი 1
creator.skola@gmail.com
558 177 177

დაგვიკავშირდი

ზაზიაშვილი 1
creator.skola@gmail.com
558 177 177